კონსტუქტივიზმი
როგორ
დავგეგმოთ კონსტრუქტივისტული გაკვეთილი
1.
ინტერაქტიური
სწავლება
2.
სწავლების
კონსტრუქტივისტული მიდგომის ძირითადი პრინციპები
3.
სწავლების
კონსტრუქტივისტული მიდგომის შემადგენელი ნაწილები
4.
შეჯამება
1.
ინტერაქტიური
სწავლება
თანამედროვე მიდგომაა,
რომელიც ეყრდნობა მასწავლებლისა და მოსწავლის ახალი როლების ძიებასა და ჰუმანიზმის
პრინციპებს.1
მიზანი: მასწავლებელზე ორიენტირებული სასწავლო პროცესის შეცვლა მოსწავლეზე
ორიენტირებული სასწავლო პროცესით.
მოსწავლეზე ორიენტირებული
სასწავლო პროცესი კი ნიშნავს იმას, რომ მოსწავლის ინტერესებისა და მოთხოვნილებების
გათვალისწინება უპირველესი ამოცანაა.
აქედან გამომდინარე,
ინტერაქტიურ სწავლებას პედაგოგიკაში შემოაქვს სწავლებისა და ცოდნის შეფასების ახალი
სტრატეგიები. იგი ორიენტირებული ხდება არა მხოლოდ
მზა ცოდნის მიღებაზე, არამედ უნარ–ჩვევების გამომუშავებაზე.
მოსწავლე : ინტერაქტიური
სწავლების სუბიექტი _ მისი აქტიური მონაწილეა.
სწავლების პროცესებისადმი
ეს ახალი მიდგომა ეყრდნობა მნიშვნელოვან საგანმანათლებლო მიმდინარეობას _ კონსტრუქტივიზმს.
კონსტრუქტივიზმის ძირითადი იდეა იმაში მდგომარეობს, რომ ვასწავლოთ მოსწავლეებს:
Ø
ძველი
და ახალი ცოდნის შედარების მეშვეობით ახალი ინფორმაციის შეგროვება
Ø
დასკვნების
დამოუკიდებლად გამოტანა
Ø
დამოუკიდებლად
აზროვნება
Ø
ცოდნის
კონსტრუირება _ შენება
კონსტრუქტივიზმის
მიხედვით, მოსწავლე სწავლის პროცესის აქტიური
მონაწილეა. სწავლების კონსტრუქტივისტული მეთოდოლოგია გულისხმობს სწავლების პროცესში
მოსწავლეთა ინტერესების მაქსიმალურად გათვალისწინებას, მათ წახალისებას, რათა მათ შეძლონ
ფაქტების, მოვლენებისა და ცნებების ანალიზი და ინტერპრეტაცია.
სასწავლო გეგმები : კონსტრუქტივიზმის მიმდევრები უპირატესობას
ანიჭებენ ისეთ გეგმებს, რომლებიც აგებულია მოსწავლეთა ინტერესებზე, მათ წინარე ცოდნასა
და გამოცდილებაზე.
კონსტრუქტივისტული
გაკვეთილი
|
სწავლებისას
|
|||
მასწავლებელი
_ მოსწავლეების დამხმარე
|
მოსწავლე
_აქტიური
|
|||
Ø
გეგმავს
პროცესს
|
Ø
აგებს
ცოდნას
|
|||
Ø
წარმართავს
პროცესს
|
Ø
პოულობს
მნიშვნელობებს
|
|||
Ø
აფასებს
პროცესს
|
Ø
ამყარებს
კავშირებს საგნებს შორის
|
|||
Ø
ხელს
უწყობს მოსწავლეებს ააგონ ცოდნა და გამოიმუშაონ უნარები
|
Ø
აკეთებს
ანალიზს
|
|||
გაკვეთილის
დადებითი ეფექტი
|
ზრდის მოსწავლეთა აქტივობასა და ინტერესს.
|
|||
_______________
1.
ჰუმანიზმი, მიმდინარეობა ფილოსოფიაში, ხელოვნებასა და ლიტერატურაში რენესანსის პერიოდში, რომელიც ყველაფერზე მაღლა ადამიანსა და ადამიანურ ფასეულობებს აყენებს. იგი მოიცავს XIV-XVI საუკუნეებს და ხასიათდება ანტიკური ტექსტებით დაინტერესებით, ცხოვრების, წერის, აზროვნების სტილის შეცვლით.
თანამედროვე გაგებით ჰუმანიზმი აღნიშნავს აზროვნებას, რომლის უპირველესი საზრუნავია ადამიანის ძირითადი თვისებების განვითარება და ყოველივე იმის წინააღმდეგ გალაშქრება, რაც ადამიანს ბოჭავს და მის დეგრადირებას იწვევს.
2.
სწავლების
კონსტრუქტივისტული მიდგომის ძირითადი პრინციპები
Ø
სწავლა
აქტიური პროცესია, მოსწავლე აგებს ცოდნას მასწავლებლის მიერ გადაცემული ინფორმაციის
საფუძველზე. სწავლება უნდა დაეხმაროს მოსწავლეებს საკუთარი აზრის ჩამოყალიბებაში. მოსწავლე ყველაზე უკეთ ითვისებს მაშინ, როდესაც
საკუთარი გამოცდილების მეშვეობით წყვეტს პრობლემას.
Ø
სწავლა
გულისხმობს მნიშვნელობის წვდომას. მასწავლებლის მიზანია სასწავლო აქტივობები წარმართოს
ისე, რომ მოსწავლეებმა მნიშვნელოვანი იდეები
და აღმოჩენები კარგად გაიაზრონ.
Ø
სწავლა
სოციალური ურთიერთობების გზით აიგება.შესაბამისად, სასწავლო გარემოში ცოდნის კონსტრუირების
საუკეთესო საშუალებაა თანამშრომლობითი სწავლების
გამოყენება, მაგ. ჯგუფური მუშაობები, დისკუსიები…
Ø
სწავლა
ყოველთვის გულისხმობს კონტექსტს. მოსწავლე
ყველაზე კარგად ითვისებს მაშინ, როდესაც ახალი ინფორმაცია კავშირშია ძველთან.
3. სწავლების
კონსტრუქტივისტული მიდგომის შემადგენელი ნაწილები
Ø
ახალი
იდეების დაკავშირება არსებულ ცოდნასთან
Ø
მოდელირება _ მასწავლებელი მიმართავს რთულ დავალებას და
ცდილობს მოსწავლეთათვის თვალსაჩინო გახადოს
ის ნაბიჯები, რომლებიც ამ დავალების შესრულებისთვისაა საჭირო.
Ø
“ხარაჩო”–ს მეთოდი _ მასწავლებელი ისეთ დავალებებს აძლევს მოსწავლეებს,
რომელთა დახმარების გარეშე გაკეთებაც გაუჭირდებათ ბავშვებს. მასწავლებელი სხვადასხვა
ხერხებით მათ ეხმარება, დახმარების წილს თანდათან ამცირებს და საბოლოოდ მოსწავლეები
თავად ახერხებენ საქმისთვის თავის გართმევას.
Ø
არტიკულაცია _ საკუთარი შეხედულებების გამოთქმა ვერნალიზაციის
გზით და მათი დაცვა, რაც დაეხმარება მოსწავლეებს მასალის უკეთ გააზრებაში.
Ø
რეფლექსია _ მოსწავლეები ახდენენ საკუთარი სწავლის პროცესის
ანალიზს. ეს ვერ ავითარებს კრიტიკულ აზროვნებას. სხვაგავრად ამ პროცესს “მეტაკოგნიცია” , ანუ სწავლის პროცესის გაანალიზება
ეწოდება.
Ø
თანამშრომლობა _ კონსტრუქტივისტული მიდგომა გულისხმობს ურთიერთსწავლებას,
ერთობლივ მუშაობას
Ø
არჩევანი _ მოსწავლეებს ეძლევათ არჩევანის საშუალება, რაც
ხელს შეუწყობს სწავლის პროცესს, გაიზრდება ინტერესი სასწავლო პროცესისადმი და ჩართულობის
.
Ø
მოქნილობა _ კონსტრუქტივისტული მეთოდის თანახმად, მასწავლებელი საჭიროებისამებრ მოქნილად ცვლის გაკვეთილის მიმართულებას.
Ø
ადაპტაციის უნარი _ მასაწვლებელს უნდა შეეძლოს სასწავლო მიზნებისა
და ამოცანების ადაპტირება მოსწავლეთა შესაძლებლობებთან.
Ø
მრავალმხრივი რეალობა _ მრავალმხრივი რეალობის გააზრება დაეხმარება
მოსწავლეებს გაიგონ, რომ ყოველთვის ერთი სწორი პასუხი არ არსებობს. ეს უვითარებს მოსწავლეს
კრიტიკულ აზროვნებას. ამისათვის მასწავლებელმა აუცილებლად უნდა მიაწოდოს მოსწავლეებს
რამდენიმე ალტერნატიული შეხედულება ერთი და იგივე საკითხის შესახებ.
4.
შეჯამება
Ø სასწავლო
პროცესის ხშირად დაგეგმვა მასწავლებლის პროფესიული საქმიანობის წარმატების ერთ–ერთი
უმთავრესი განმსაზღვრელი პირობაა. გეგმა საკმაოდ მოქნილი უნდა იყოს, რათა მასწავლებელმა
შეძლოს სასწავლო პროცესის მუდმივი განვითარება.
Ø მასწავლებელმა
თავისი შემოქმედებითი აზროვნებით უნდა დაგეგმოს და წარმართოს გაკვეთილი და არა თავს
მოხვეული სტანდარტის მიხედვით.
No comments:
Post a Comment