Wednesday, January 29, 2014

"შვიდკაცა"


Marzano.jpgსაქართველოს განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმები  სკოლაში არსებული პრაქტიკის გაუმჯობესებისკენ არის მიმართული, რაც უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს  მოსწავლეთა აკადემიური წარმატების მაჩვენებლების ამაღლებას.

მოსწავლეთა აკადემიურ წარმატებას კი სხვადასხვა ფაქტორი განაპირობებს. განათლების სფეროს მკვლევარმა რობერტ ჯ. მარზანომ განთლების სფეროში ჩატარებული კვლევების ანალიზის საფუძველზე გამოყო ფაქტორების სამი კატეგორია:


I
II
III
სკოლა
მასწავლებელი
მოსწავლე
·         სავალდებულო და განხორციელებადი სასწავლო გეგმები
·         მიზნების დასახვა და შედეგების ეფექტიანი შეფასება
·         მშობლების და საზოგადოების ჩართულობა
·         უსაფრთხო და მოწესრიგებული სასწავლო გარემო
·         სკოლაში დასაქმებულ  პირთა თანამშრომლობა

·    სწავლების მეთოდები

·    კლასის მართვის სტილი


·    გაკვეთილის დაგეგმვა
·         მოსწავლის ოჯახური გარემო

·         შეძენილი ინტელექტი


·         ზოგადი განათლება და მოტივაცია

  
მარზანომ არსებული და ახალი კვლევების საფუძველზე დაასკვნა:

სკოლა არათუ მნიშვნელოვან როლს თამაშობს მოსწავლის განვითარებასა და აკადემიურ მიღწევებში, არამედ ეფექტიანობის შემთხვევაში იგი სრულიად ანეიტრალებს სოციალური გარემოს  გავლენას მის აკადემიურ შედეგებზე.

შესაბამისად, განთლების მკვლევარებისა და პრაქტიკოსების უმნიშვნელოვანესი ამოცანაა _ შექმნან წარმატებული სკოლები _ რომლებშიც სწავლა–სწავლების ხარისხის მაჩვენებელი  მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული იქნება.



ამ მიზნის მიღწევა კი შესაძლებელი არის პროფესიონალი მასწავლებლების გუნდით, რომლებიც ზრუნავენ საკუთარი პედაგოგიური პრაქტიკის სრულყოფაზე . სკოლის ბაზაზე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების მოდელი შემდეგნაირია :
*      მორგებულია კონკრეტული მასწავლებლი, კონკრეტული სკოლის საჭიროებებს
*      მორგებულია სკოლის პრიორიტეტებს
*      იძლევა პრობლემებსა და საჭიროებებზე სწრაფი რეაგირების საშუალებას
*      ხელს უწყობს თამამოაზრეთა გუნდისა და თანამშრომლობითი კულტურის შექმნას
სკოლის ბაზაზე პროფესიული განვითარების ჯგუფები განვითარებულ ქვეყნებში მოიხსენიება “კრიტიკული მეგობრის” სახელით და აერთიენებს 7–12 მასწავლებელს, რომელთა პრინციპი ურთიერთთანამშრომლობაა. ისინი ზრუნავენ საკუთარ და ასევე, კოლეგების პროფესიულ განვითარებაზე, ცდილობენ ჩართონ თავიანთი კოლეგები პროფესიული განვითარებისთვის საჭირო აქტივობებში და ამით ხელს უწყობენ მათში თვითგანვითარებისა და პროფესიული ზრდის სურვილის, როგორც ღირებულების ჩამოყალიბებას. სხვადასხვა გზით (სახელმძღვანელოები, მეთოდური შინააარსის სტატიები, ტრენინგები)მიღებული თეორიული ცოდნის საფუძველზე ისინი სახავენ პრაქტიკის გაუმჯობესების გზებს.


რამდენადაც მასწავლებელთა პრაქტიკული საქმიანობა უშუალო კავშირშია მოსწავლეებთან, ხოლო მოსწავლეთა აკადემიური წარმატებები მნიშვნელოვანია, ამდენად საქართველოში მასწავლებელთა პროფესიული ცენტრმა შექმნა სკოლის ბაზაზე მასწავლებელთა განვითარების პროგრამა, რომლის კოორდინატორია ქალბატონი მაია ინასარიძე.

No comments:

Post a Comment